გრიპის ვირუსის გამო სკოლებში არდადეგები არ გახანგრძლივდება
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ
სასწავლო პროცესის დაწყება შეიძლება 20 იანვრამდე გადაიდოს.
როგორც სამინისტროში განაცხადეს, იმისთვის, რომ მთელი ქვეყნის
მაშტაბით სასწავლო პროცესის დაწყება გადაიდოს, დაავადებათა კონტროლისა
და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის შესაბამისი
რეკომენდაცია უნდა არსებობდეს.
უწყებაში აცხადებენ, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრს ამ დროისთვის
განათლების სამინისტროსთვის მსგავსი რეკომენდაციით არ მიუმართავს.
როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის
ეროვნული ცენტრში განმარტეს, ისინი ვერ ხედავენ აუცილებლობას, გრიპის
ვირუსის გამო, განათლების სამინისტროს, სკოლებში ზამთრის არდადეგების
გახანგრძლივების რეკომენდაციით მიმართონ.