საზოგადოება
ახალციხის ბაზარი და სურსათის ეროვნული საგენტოს რეკომენდაციები
07 / აპრილი 2020
ახალციხის ბაზარი და სურსათის ეროვნული საგენტოს რეკომენდაციები

დღეს, ახალციხის ბაზარში მუშაობა სურსათის, შხამქიმიკატებისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის სექციებმა განაახლა. ბაზარში უსაფრთხოების ნორმების დაცვას მონიტორინგს ახალციხის მერია უწევს.

"პური არ უნდა გაძვირდეს" - ლევან დავითაშვილი
07 / აპრილი 2020
"პური არ უნდა გაძვირდეს" - ლევან დავითაშვილი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, პური არ უნდა გაძვირდეს, რადგან გაძვირების წინაპირობები არ არსებობს.
დღეიდან ეროვნული არქივი ცნობებს დისტანციურად გასცემს
07 / აპრილი 2020
დღეიდან ეროვნული არქივი ცნობებს დისტანციურად გასცემს
დღეიდან, 7 აპრილიდან, საქართველოს ეროვნულმა არქივმა ყველაზე მოთხოვნადი 8 სერვისის დისტანციურად გაცემა დაიწყო.
"კორონავირუსს ყველა მოიხდის" - ლევან რატიანი
07 / აპრილი 2020
"კორონავირუსს ყველა მოიხდის" - ლევან რატიანი
"კო­რო­ნა­ვირუ­სი არის აუ­ცი­ლებ­ლად მო­სახ­დე­ლი და­ა­ვა­დე­ბა, რო­მე­ლიც ყვე­ლამ უნდა მო­ი­ხა­დოს" - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რმა ლე­ვან რა­ტი­ან­მა გა­ნა­ცხა­და.
"ნიღბები მხოლოდ დაავადებულმა ადამიანებმა გაიკეთონ " - ახალი რეკომენდაცია
06 / აპრილი 2020
"ნიღბები მხოლოდ დაავადებულმა ადამიანებმა გაიკეთონ " - ახალი რეკომენდაცია

მოსახლეობის მიერ პირბადეების გადაჭარბებულ და არასწორ მოხმარებას, პანდემიის პირობებში, არა მხოლოდ სარგებელი არ მოაქვს, არამედ შესაძლოა, მათი დეფიციტი გამოიწვიოს მათთვის, ვისაც ისინი ნამდვილად სჭირდება. ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა თედროს ადჰანომ გიბრეიესუსმა განაცხადა და დასძინა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაა, ნიღბები დაავადებულმა ადამიანებმა გაიკეთონ და მათ, ვინც სახლში პაციენტებს უვლიან.

"მაისის ბოლომდე  ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდებით" - ზურაბ გურული
06 / აპრილი 2020
"მაისის ბოლომდე ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდებით" - ზურაბ გურული

აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმის, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორ ზურაბ გურულის პროგნოზით, აპრილის ბოლოდან, მაისის შუა რიცხვებში, კორონავირუსის ახალი შემთხვევები ბევრად ნაკლები იქნება.

ბორჯომის "ცხელების ცენტრი" 5 პაციენტზეა გათვლილი
06 / აპრილი 2020
ბორჯომის "ცხელების ცენტრი" 5 პაციენტზეა გათვლილი

როგორია მიმართვიანობა ბორჯომის "ცხელების ცენტრში", ამის გასარკვევად ტელეკომპანია "ბორჯომი", ბორჯომის ჯეოჰოსპიტალსის სამედიცინო ცენტრის დირექტორს ირაკლი დიასამიძეს დაუკავშირდა.


მისი განცხადებით ბორჯომის "ცხელების ცენტრი" სრულ მზადყოფნაშია პაციენტების მისაღებად,რაც შეეხება მიმართვიანობას ირაკლი დიასამიძე აცხადებს,რომ საეჭვო შემთხვევა ამ დრომდე არ დაფიქსირებულა.

"დღეს ერთ პაციენტს გაეწია ამბულატორიული მომსახურება,რომელიც ცხელების მსუბუქი ფორმით იყო შემოსული სამედიცინო ცენტრში,რომელიც მალევე გაეწერა ბინაზე"- განაცხადა ირაკლი დიასამიძემ.

შეგახსენებთ,რომ ბორჯომში თვითიზოლაციში 7 პირი იმყოფება.235 მოქალაქე კი ბაკურიანის სასტუმროებში საკარანტინე სივრცეშია მოთავსებული.რაც შეეხება სამცხე-ჯავახეთის რეგიონს,აქ 6 აპრილის მონაცემებით კარანტინში 262 ,თვითიზოლაციაში კი 17 პირი იმყოფება.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით საერთო ჯამში ინფიცირებულია 188 ადამიანი. გარდაცვლილია 2 პაციენტი. კარანტინის რეჟიმშია - 5056 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 386 მოქალაქე.

 

"ეს სემესტრი არ ჩავარდება" - განათლების მინისტრი
06 / აპრილი 2020
"ეს სემესტრი არ ჩავარდება" - განათლების მინისტრი
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სასწავლო წელი აუცილებლად შედგება და ის არც ერთ შემთხვევაში, არ ჩავარდება. აღნიშნულის შესახებ მიხეილ ჩხენკელმა უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც მინისტრი განმარტავს, კორონავირუსის გამო შექმნილი გამოწვევების დასაძლევად, საქართველო განათლების მიმართულებით შეფასებულია, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა.
აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა
06 / აპრილი 2020
აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა
7-8 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოში კავკასიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება.
რიგები ბორჯომის სასურსათო მაღაზიებთან
06 / აპრილი 2020
რიგები ბორჯომის სასურსათო მაღაზიებთან
რიგებია ბორჯომში სასურსათო მაღაზიებთან. ქალაქის ცენტრში არსებულ, ორ დიდ სუპერმარკეტთან, მოქალაქეები რიგში დილიდან დგანან.
სხვა სტატიები
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.