ახალი ამბები
"მაისის ბოლომდე ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდებით" - ზურაბ გურული

აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმის, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორ ზურაბ გურულის პროგნოზით, აპრილის ბოლოდან, მაისის შუა რიცხვებში, კორონავირუსის ახალი შემთხვევები ბევრად ნაკლები იქნება.

"შესაძლებელია, ლოგიკური სპეკულაცია გამოვიყენოთ, ვინაიდან ეს კორონავირუსები მიეკუთვნებიან ე.წ რესპირატორული ვირუსების ოჯახს და ეს რესპირატორული ვირუსები გარკვეული ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო, რომელიც ჩვენ არ ვიცით, ზაფხულის ცხელ პერიოდში საერთოდ იკლებს, იმიტომ რომ შესაძლოა, თვითონ ვირუსიც სუსტდებოდეს და გარდა ამისა, ადამიანის ორგანიზმი, ზამთარსა და ადრეულ გაზაფხულზე მეტად დასუსტებული და მოწყვლადია, ზაფხულის პერიოდში კი, დიდი რაოდენობით იღებს მზის სხივებს, ხილს, ბოსტნეულს, საკვების გაუმჯობესება, ვიტამინების დიდი რაოდენობით მიღება ხდება - ეს ყველაფერი იწვევს ადამიანის ორგანიზმის უკეთ გაძლიერებას, მომზადებას, თუმცა ვირუსი არსად ქრება.

ჩემი ოპტიმისტური განწყობა ემყარება იმას, რომ თუნდაც ნიუ-იორკში უკვე მიაღწია პიკს (კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ), იტალიაშიც მიაღწია პიკს, გაჩერდა და კლება დაიწყო. ახლა ჩემს შტატს - მისისიპის შტატს ვუყურებ, ასევე, ლუიზიანას, სადაც ნიუ ორლეანში, დაახლოებით, იგივე სიტუაციაა, რაც ნიუ-იორკში და იქაც ნელ-ნელა ბრტყელდება მრუდი, რომელიც დიდი სისწრაფით მიიწევდა მაღლა და მგონია, რომ აპრილის ბოლოდან, მაისის შუა რიცხვებში ეს უკვე კონტროლს დაექვემდებარება, ახალი შემთხვევები ბევრად უფრო ნაკლები იქნება და სადღაც, მაისის ბოლომდე, შესაძლებელი იქნება, მსოფლიომ ნელ-ნელა კარების გაღება და ურთიერთობების, მოგზაურობის აღდგენა დაიწყოს" - მიიჩნევს პროფესორი ზურაბ გურული.


შეგახსენებთ,რომ მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1,300,000 -ს აჭარბებს. ბოლო მონაცემებით Covid -19 დაუფიქსირდა ჯამში 1,312,428 ადამიანს. ვირუსით გარდაიცვალა 72,636 პაციენტი.

კრიტიკულ მდგომარეობაშია ინფიცირებულთა 5% - 46 000-ზე მეტი ადამიანი. ვირუსისგან ჯამში 275,060 ადამიანი განიკურა. ყველაზე მეტი - თითქმის 350 000 ინფიცირებული ჰყავს ამერიკას, შემდეგ ესპანეთს, იტალიას, გერმანიას, საფრანგეთს და ჩინეთს. ხოლო ყველაზე მეტი გარდაცვლილი იტალიას და ესპანეთს. ყველაზე მეტი -77,078 პაციენტი ჩინეთში გამოჯანმრთელდა.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.