საზოგადოება
"როგორც კი გაჩნდება ვირუსის სიმპტომები, მიმართეთ ექიმს" - ლევან გოფოძე
10 / აპრილი 2020
"როგორც კი გაჩნდება ვირუსის სიმპტომები, მიმართეთ ექიმს" - ლევან გოფოძე
"ამ ვირუსის მძიმედ მიმდინარეობა მნიშვნელოვნადაა განპირობებული გვიან მიმართვით, ამიტომ მუდმივად ვაფრთხილებთ ყველას, რომ როგორც კი გამოჩნდება სიმპტომები, მიმართონ ექიმს, ვიდრე გვაქვს საშუალება, რომ მივიღოთ ყველა პაციენტი" - ამის შესახებ რესუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
"ქართულ პირბადეს ექიმიც გამოიყენებს უპრობლემოდ" - პაატა იმნაძე
10 / აპრილი 2020
"ქართულ პირბადეს ექიმიც გამოიყენებს უპრობლემოდ" - პაატა იმნაძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში შეკერილი პირბადეები წვეთოვანი ინფექციისგან ძალიან ეფექტურად იცავს.
სომხეთში კორონავირუსის გავრცელება ვეღარ კონტროლდება
10 / აპრილი 2020
სომხეთში კორონავირუსის გავრცელება ვეღარ კონტროლდება
სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელება ვეღარ კონტროლდება. მისი თქმით, მიუხედავად დინამიკის შემცირებისა, ვირუსის წყაროები ხშირად იდენტიფიცირებული არ არის.
რუსეთში სააღდგომოდ სასაფლაოებზე გასვლა აიკრძალა
10 / აპრილი 2020
რუსეთში სააღდგომოდ სასაფლაოებზე გასვლა აიკრძალა
რუსეთის დიდ ქალაქებში სასაფლაოებზე სააღდგომოდ გასვლა აიკრძალა. ამის შესახებ მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა.
ბორჯომის აგრარული ბაზარი ამ დრომდე არ გახსნილა
10 / აპრილი 2020
ბორჯომის აგრარული ბაზარი ამ დრომდე არ გახსნილა
ბორჯომის აგრარული ბაზარი, რომელიც 8 აპრილის შემდეგ დაკეტილი იყო, დღეს, 10 აპრილს უნდა გახსნილიყო. ამის შესახებ განცხადება გუშინ, ტელეკომპანია "ბორჯომთან" მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზაალიშვილმა გააკეთა.
"მსგავსი პირბადეებით შავ ჭირზე ვმუშაობდით წლები" - პაატა იმნაძე
09 / აპრილი 2020
"მსგავსი პირბადეებით შავ ჭირზე ვმუშაობდით წლები" - პაატა იმნაძე
მსგავსი პირბადეებით შავ ჭირზე ვმუშაობდით წლები, - ასე ეხმიანება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე პირბადეებთან დაკავშირებით საზოგადოების ნაწილის მიერ გამოთქმულ კრიტიკას.პაატა იმნაძე კრიტიკოსებს აშშ-ის CDC-ის რეკომენდაციების წაკითხვას ურჩევს.

„ეგეთი პირბადეებით შავ ჭირზე ვმუშაობდით წლები. ერთჯერადი პირბადეები საერთოდ არ არსებობდა. წაიკითხონ აშშ-ის CDC-ის რეკომენდაციებიც“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

საქართველოში წარმოებულ პირბადეებს რეკომენდციას უწევს ამირან გამყრელიძეც.

„ასეთი სახის პირბადეები არის საყოფაცხოვრებო ხმარებისთვის, მრავალჯერადია, გარეცხვასა და გაუთოებას ექვემდებარება. ხოლო, თუ სამედიცინო მიზნით ვიყენებთ, ის ერთჯერადია და გამოყენების შემდეგ უნდა გადავაგდოთ“- განაცხადა გამყრელიძე


ბაზარზე,საქართველოში წარმოებული პირბადეების გამოჩენას, მოსახლეობის ნაწილი უარყოფითად შეხვდა. სოციალურ ქსელში მოქალაქეები პირბადის დიზაინს აკრიტიკებენ და ფოტოებს აქვეყნებენ.




შეგახსენებთ,რომ ადგილობრივი წარმოების პირბადეების ქსელურ სააფთიაქო ქსელებში გაყიდვა 8 აპრილს დაიწყო. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საწყის ეტაპზე, 400 000 ერთეული პირბადე გაიყიდება.

თბილისის შემდეგ, ეტაპობრივად მოხდა აღმოსავლეთ საქართველოსა და იმ მუნიციპალიტეტების მომარაგება, სადაც საგანგებო მდგომარეობის პირობები განსაკუთრებული სიმკაცრით სრულდება.

10 აპრილიდან საქართველოში დამზადებული პირბადეები ოთხ მსხვილ სააფთიაქო ქსელში (ავერსი, პეესპე, ფარმადეპო, ჯიპისი) მთელი საქართველოს მასშტაბით გაიყიდება. საქართველოში დამზადებული მრავალჯერადი გამოყენების პირბადის ფასი 50 თეთრია.
140 პირი კარანტინში,13 თვითიზოლაციაში - ვითარება სამცხე-ჯავახეთში
09 / აპრილი 2020
140 პირი კარანტინში,13 თვითიზოლაციაში - ვითარება სამცხე-ჯავახეთში
9 აპრილის მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთში კარანტინში 140 პირია,რომლებიც ახალციხისა და ბაკურიანის სასტუმროებში არიან გადანაწილებული.აბასთუმნის ფილტვის ცენტრში კარანტიში მყოფი პაციენტები არ ჰყავთ.
კორონავირუსისგან 51 პაციენტი განიკურნა
09 / აპრილი 2020
კორონავირუსისგან 51 პაციენტი განიკურნა
საქართველოში ახალი კორონავირუსისგან უკვე 51 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე, STOP.GOV.GE-ზე არის განთავსებული.
გახანგრძლივდება თუ არა საგანგებო მდგომარეობა
09 / აპრილი 2020
გახანგრძლივდება თუ არა საგანგებო მდგომარეობა
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გახანგრძლივდეს. „ყველაფერი შესაძლებელია“ - ასე უპასუხა პრემიერმა ჟურნალისტების შესაბამის კითხვას.
"წელს აღდგომის წირვაზე ვერ მივალ" - სალომე ზურაბიშვილი
09 / აპრილი 2020
"წელს აღდგომის წირვაზე ვერ მივალ" - სალომე ზურაბიშვილი
"ამ წელს სხვა ვითარებაა, ამ წელს მე ეკლესიაში ვერ მივალ. ვერ მივალ აღდგომის წირვაზე, რადგან ქვეყნის პრეზიდენტს არ შეუძლია, დაარღვიოს ის, რაც არის კანონი და წესი " - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
სხვა სტატიები
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.