აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა
7-8 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოში კავკასიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან
მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება.
7 აპრილს მოსალოდნელია ნალექი ბარში წვიმის, მთაში თოვლის სახით და
ნისლი. ნალექი მოსალოდელია 8 აპრილსაც.
„8-9 აპრილს, ღამის საათებში, მოსალოდნელია ტემპერატურის
მნიშვნელოვანი დაკლება ბარში -2,-4, მთაში -4,-6 გრადუსამდე.
უარყოფითმა ტემპერატურამ შესაძლებელია ყვავილობის ფაზაში მყოფი
ხეხილის და საშემოდგომო ხორბლის ნათესების დაზიანება გამოიწვიოს“ -
ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.