დღეს, ახალციხის ბაზარში მუშაობა სურსათის, შხამქიმიკატებისა და
სოფლის მეურნეობის პროდუქციის სექციებმა განაახლა. ბაზარში
უსაფრთხოების ნორმების დაცვას მონიტორინგს ახალციხის მერია უწევს.
ადგილობრივი ხელისუფლებისა და ბაზრის დირექციის გადაწყვეტილებით,
ბაზრის გარე პერიმეტრზე ვაჭრობა მთლიანად აიკრძალა.
მუშაობენ მხოლოდ შენობის შიგნით განთავსებული მოვაჭრეები და
მაღაზიები, სადაც შესვლა ასევე სამი კაცის რეგულაციის დაცვით
ხდება.
ახალციხის მუნიციპლიტეტში, ამ დროისათვის, მხოლოდ ეს ერთი ბაზარი
ფუნქციონირებს. აღნიშნული ბაზარი 29 მარტს ხალხმრავლობის ნორმების
დაუცველობის გამო 15 000 ლარით დაჯარიმდა, 4-5 აპრილს კი
სადეზინფექციო სამუშაოებისთვის დაიხურა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის, ზაზა მელიქიძის განცხადებით, ბაზრის
ფუნქციონირების გაგრძელების, ისევე როგორც სხვა ბაზრების ამუშავების
შესახებ გადაწყვეტილება, ვითარების შესაბამისად, რეგიონისა და
ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმებით იქნება მიღებული.
აგრარული ბაზრების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით ,დღეს, სურსათის
ეროვნულმა სააგენტომ რეკომენდაციები გაავრცელა.
"ბაზრის ადმინისტრაცია ვალდებულია: უზრუნველყოს
მომხარებელთა/მყიდველთა ნაკადურობის დაცვა, რისთვისაც საჭიროა მკაცრად
განისაზღვროს და გაიმიჯნოს ბაზრის ტერიტორიაზე
მომხმარებელთა/მყიდველთა შესასვლელი და გამოსასვლელი, სათანადო
სავალდებულო ნიშნების მითითებით. ამასთან, დახურულ სივრცეში
განთავსებული აგრარული ბაზრის შესასვლელში განათავსოს დეზობარიერები
და უზრუნველყოს დეზინფექტანტით მათი რეგულარული განახლება.
ბიზნესოპერატორი ვალდებულია პერიოდულად, დღეში რამდენჯერმე,
უზრუნველყონ დახურული სივრცეების/სათავსების ბუნებრივი ვენტილაცია და
უზრუნველყონ ტერიტორიის საჭიროებისამებრ რეგულარული რეცხვა და სამუშაო
ადგილების სველი წესით დასუფთავება, დეზინფექცია და ჩატარებული
სამუშაოების აღრიცხვა. ამასთან, უნდა უზრუნველოს აგრარული ბაზრის
ტერიტორიაზე, შესაბამის ადგილას, საკმარისი რაოდენობის ხელსაბანის და
საპირფარეშოს არსებობა.
ბიზნესოპერატორი ასევე ვალდებულია როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში,
სამუშაო ადგილზე, სამუშაოს დაწყების წინ მოახდინოს მოვაჭრე პერსონალის
იდენტიფიკაცია (COVID-19)მოსთხოვოს პირადობის დამადასტურებელი
მოწმობა) და გააკონტროლოს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა
(COVID-19)ტემპერატურის გაზომვით,) და აღრიცხოს იგი მისთვის
ხელსაყრელი მეთოდით.
ვალდებულებებს შორისაა შემდეგი მოთხოვნებიც: ბიზნესოპერატორებმა
სავაჭრო სივრცის ფართობის მიხედვით განსაზღვრონ და არეგულირონ
აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე ერთდროულად მომხმარებელთა/მყიდველთა
შეზღუდული რაოდენობა. არ დაუშვას აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე
მომხმარებელი/მყიდველი, პირბადის გარეშე და რომელსაც ხელები დაცული არ
ექნება ერთჯერადი ხელთათმანით ან ერთჯერადი პლასტიკური პაკეტით.
ამასთან, მყიდველი ვალდებულია აგრარულ ბაზარში სურსათს შეეხოს მხოლოდ
ერთჯერადი ხელთათმანის ან ერთჯერადი პლასტიკის პარკის გამოყენებით,
ასევე, ვალდებულია აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე შევიდეს და გამოვიდეს
მხოლოდ მითითებული სავალდებულო ნიშნის მიხედვით და დაიცვას სოციალური
დისტანცია არა ნაკლებ 2 მეტრი მანძილისა. რეკომენდაციის თანახმად,
მყიდველმა დახველების და დაცემინების დროს უნდა მიიფაროს სუფთა
ერთჯერადი ხელსახოცი ან იდაყვი, ასევე გამოყენებული ერთჯერადი
ხელსახოცი ან ერთჯერადი პლასტიკის პარკი განათავსოს შესაბამის
ურნაში/კონტეინერში.
ცალკეა განსაზღვრული აგრარულ ბაზარში მოვაჭრე პერსონალი
ვალდებულებები. კერძოდ, მოვაჭრეების ვალდებულებაა მისალმებისას არ
ჩამოართვან ხელი ერთმანეთს და მოერიდონ სხვებთან კონტაქტს, არ
გადასცენ მობილური ტელეფონი გამოყენებისთვის სხვა პირს. სამუშაოს
დაწყებისა და დამთავრებისას სადეზინფექციო საშუალებებით დაასუფთავონ
სამუშაო ადგილები და ის ხელსაწყოები, რომელსაც იყენებენ სამუშაო
ადგილზე. სამუშაო ადგილზე არ გამოიყენონ სამკაულები, ხელის ჰიგიენის
სრულყოფილად ჩატარებისათვის. ხელის ჰიგიენა ჩაიტარონ დამატებით
აუცილებლად: საკვების მიღებამდე და მიღების შემდეგ; დახველების ან
დაცემინების შემდეგ; საპირფარეშოთი სარგებლობამდე და შემდეგ" -
ნათქვამია რეკომენდაციებში.