დღეიდან, 7 აპრილიდან, საქართველოს ეროვნულმა არქივმა ყველაზე
მოთხოვნადი 8 სერვისის დისტანციურად გაცემა დაიწყო.
ეს სერვისებია:
- დაბადების შესახებ საარქივო ცნობა (1936 წლამდე არსებული
მონაცემები);
- ქორწინების შესახებ საარქივო ცნობა (1936 წლამდე არსებული
მონაცემები);
- განქორწინების შესახებ საარქივო ცნობა (1936 წლამდე არსებული
მონაცემები);
- გარდაცვალების შესახებ საარქივო ცნობა (1936 წლამდე არსებული
მონაცემები);
- კომლის შემადგენლობის შესახებ საარქივო ცნობა;
- ქონებრივი უფლების დამადასტურებელი საარქივო ცნობა;
- კოოპერატივში გაწევრების შესახებ საარქივო ცნობა;
- დოკუმენტის არქონის შესახებ საარქივო ცნობა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანახმად, საჭირო საარქივო
მომსახურების მისაღებად დაინტერესებულ პირს შეუძლია განაცხადი
გააგზავნოს ეროვნული არქივის ელექტრონულ ფოსტაზე,
(
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
) ან განაცხადი გააკეთოს ეროვნული არქივის
ცხელი ხაზის დახმარებით (214 05 05).
განაცხადების მიღება იწარმოებს ყოველ სამუშაო დღეს, 09:00-დან 18:00
საათამდე.
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, დაინტერესებული პირი მომზადებულ
საარქივო ცნობას მიიღებს პირად ელექტრონულ ფოსტაზე. მოთხოვნის
შემთხვევაში, მას პასუხი გაეგზავნება „საქართველოს ფოსტის“
მეშვეობითაც.