მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, 27 აპრილიდან
დაიშვება:
- მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით
გადაადგილება
- ტაქსების ოპერირება
- ონლაინ ვაჭრობა სრულად (საბითუმო და
საცალო)
- მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე
- ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა
საუბარია იმ ობიექტებზე, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ
დაწესებულ წესებს აკმაყოფილებენ.
- მათ შორის, ტაქსის მძღოლისთვის სავალდებულო იქნება
პირბადის გამოყენება;
- ე.წ. ონლაინ ვაჭრობა დასაშვები იქნება იმ შემთხვევაში, თუ
სამუშაო ადგილზე/საწყობში არაუმეტეს 5 ადამიანი იქნება.