მიუხედავად იმისა, რომ არსებული
კანონმდებლობა და ბოლო პერიოდში ჩატარებული საარჩევნო რეფორმა
საქართველოში მაღალი დემოკრატიული ხარისხის არჩევნების ჩატარების
საშუალებას გვაძლევდა, სამწუხაროა, რომ მმართველი პარტიის
არასაკმარისმა პოლიტიკურმა ნებამ დაგვაკარგვინა ეს მნიშვნელოვანი
შესაძლებლობა,- ამის შესახებ საქართველოს ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით არასამთავრობო
ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც ხელს 16
ორგანიზაცია აწერს.