ვინ უნდა ისარგებლოს კომუნალური გადასახადების სუბსიდირებით-გამოკითხვა
11:08 / 05.11.2021
გასული წლის ზამთარში საქართველოს
მოსახლეობამ კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამით
ისარგებლა.
აღნიშნული პროგრამის ამოქმედება წელსაც იგეგმება, თუმცა ვის შეეხება
შეღავათი ჯერ უცნობია.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით,
მიმდინარე წელს კომუნალური გადასახადების კუთხით სუბსიდირება
შენარჩუნდება, თუმცა ეს მხოლოდ მიზნობრივ ჯგუფებს შეეხება.
მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელიც არ წარმოადგენს ყველაზე დაუცველ
სოციალურ ფენას, არაპანდემიურ პერიოდში, დენის ტარიფის სუბსიდირება
არამიზანშეწონილად მიაჩნია.
„მოგეხსენებათ, სუბსიდირების ნაწილში გადაწყვეტილება, მათ შორის
ელექტროენერგიის ტარიფზე, კოვიდპანდემიიდან გამომდინარე იყო მიღებული.
კიდევ იმის გამო, რომ ელექტროენერგიის ტარიფები გაიზარდა. სხვა
პირობებში, როცა მოსახლეობის ყველა ფენისთვის ტარიფის სუბსიდირებაზე
ვსაუბრობთ, ეს არ არის სწორი. შეგვიძლია, ვიმსჯელოთ მიზნობრივ
ჯგუფებზე და გარანტირებულად გეუბნებით, რომ სუბსიდირების ნაწილი
შენარჩუნდება, ხოლო მოსახლეობის დანარჩენი ნაწილისთვის, რომელიც არ
წარმოადგენს ყველაზე დაუცველ სოციალურ ფენას, არაპანდემიურ პერიოდში
დენის ტარიფის სუბსიდირება არამიზანშეწონილად მიმაჩნია“, – აღნიშნა
გიორგი კაკაურიძემ.
რას ფიქრობენ ამ საკითხზე ადგილობრივები ნახეთ
გამოკითხვაში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.