ბორჯომში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 8 ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს
თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების 8 ფაქტი
გამოავლინეს.
სამართალდარღვევები გამოვლენილია ბორჯომის მუნიციპალიტეტში, წაღვერის,
ანდეზიტის, ტიმოთესა და დაბა ბაკურიანის მიმდებარე სატყეო უბნებში.
მოქალაქეებმა, უკანონოდ მოიპოვეს ჯამში 14 ერთეული სხვადასხვა
სახეობის ხე-მცენარე.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული
სამართალდარღვევების შესახებ შესაბამისი ოქმები.