მომრავლებული ძაღლები ბორჯომის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან
09:54 / 04.11.2021
ბორჯომში მიუსაფარი ძაღლები კვლავ
მთავარი პრობლემაა. ქალაქის ტერიტორიაზე მათ არაერთ ადგილას
შეხვდებით. განსაკუთრებით კი შენიშნებიან საგანმანათლებლო
დაწესებულებების მიმდებარედ. პედაგოგები და მშობლები, მოსწავლეების
სკოლებში უსაფრთხოდ გადაადგილების პრობლემაზე საუბრობენ.
ბორჯომის ახალი მერი ოთარ არბოლიშვილი პრობლემის მოგვარების
ალტერნატივად მუნიციპალური თავშესაფრის აშენებას მიიჩნევს.
რა პერიოდი იქნება საჭირო მუნიციპალური თავშესაფრის ასაშენებლად, რომ
დააკმაყოფილოს მოთხოვნები და შესაბამისი სტანდარტები, კონკრეტულ
ვადებს ადგილობრივ ხელისუფლებაში ვერ აკონკრეტებენ. იქამდე კი
მშობლებს, მასწავლებლებს, მოსწავლეებს და ყველა იმ მოქალაქეს,
რომლებსაც მიუსაფარი ძაღლების შიში აქვთ, გადაადგილებისას სიფრთხილის
გამოჩენა მოუწევთ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.