პოლიტიკა
"მშვიდი პერიოდი არჩევნებამდე არ გველოდება"- ზვიად ძიძიგური
მშვიდი პერიოდი არჩევნებამდე არ გველოდება. არ ვიცით, რომელ წუთას, რა ფეთქებადი სიტუაცია შეიძლება განვითარდეს. პოლიტიკური სტაბილურობა, რომელიც „ქართული ოცნების“ მთავარი მონაპოვარი იყო, საფრთხის წინაშე დგას, შანსი, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები გაგრძელდეს, ნაკლებია. ოპოზიციამაც და ხელისუფლებამაც უნდა იზრუნოს, რომ არჩევნები მაქსიმალურად მშვიდ ვითარებაში ჩატარდეს - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ყოფილმა ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მე მგონი მოლაპარაკებას, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რაუნდებად მიმდინარეობდა, პერსპექტივა აქვს ძალიან ნაკლები. იქიდან გამომდინარე რომ ბატონი უგულავას დაპატიმრება, ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია ოპოზიციისთვის და მათი არგუმენტები, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ყოფნის დროს დააპატიმრეს ერთ-ერთი ლიდერი, ეს არის ისეთი არგუმენტი, რომელიც მოლაპარაკების ჩაშლას მათი მხრიდან უფრო მაღალი ალბათობით, შესაძლებელს ხდის.
მე, რასაც ვხედავ, რა პოლიტიკიური პროცესებიც მიდის ქვეყანაში, მშვიდი პერიოდი არჩევნებამდე ჩვენ არ გველოდება. არ ვიცით, რომელ წუთას, რა ფეთქებადი სიტუაცია შეიძლება განვითარდეს, იმიტომ, რომ საქართველო და მისი პოლიტიკური ცხოვრება ამ წუთას არის სრულიად არასტაბილური და ნამდვილად წინასწარ ვერავინ იტყვის, თუ როგორი არჩევნები ჩატარდება. დაძაბულობის პიკი როგორი იქნება. ძალიან დაიძაბა ვითარება და ნამდვილად არ არის ჩვენი ქვეყნისთვის კარგი. პოლიტიკური სტაბილურობა, რომელიც იყო „ქართული ოცნების“ მთავარი მონაპოვარი საფრთხის წინაშე დგას. იპოზიციის პოზიციები მას შემდეგ, რაც პროპორციული არჩევნების თემა ჩავარდა, არის გაძლიერებული და ხელისუფლების პოზიციები შესუსტებულია. ყველას ვალია, მათ შორის ოპოზიციის, ხელისუფლებისაც, რომ როგორმე სიტუაციის დამშვიდებისკენ გადაიდგას ნაბიჯები“,
- განაცხადა ძიძიგურმა.


Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
„ქართული ოცნების“ დეპუტატები
მმართველ პარტიას ტოვებენ.
11:30 / 14.04.2021

„ქართული ოცნების“ დეპუტატები მმართველ პარტიას ტოვებენ.

დავით ბაქრაძემ “ევროპული
საქართველო” დატოვა, ამის მიზეზად იგი 2020 წლის საპარლამენტო
არჩევნების შედეგებს ასახელებს.
10:08 / 10.04.2021
დავით ბაქრაძემ “ევროპული საქართველო” დატოვა, ამის მიზეზად იგი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ასახელებს.
საქართველოს ნატოში დაწინაურების დრო
დადგა - ღრმად გვწამს, რომ ნატოსაც ისევე სჭირდება საქართველო, როგორც
ჩვენ გვჭირდება იგი ,
13:55 / 04.04.2021
საქართველოს ნატოში დაწინაურების დრო დადგა - ღრმად გვწამს, რომ ნატოსაც ისევე სჭირდება საქართველო, როგორც ჩვენ გვჭირდება იგი ,
ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია
Facebook-ზე გუშინდელ გამართულ მედიაციის პროცესს ეხმაურება
10:12 / 31.03.2021
ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია Facebook-ზე გუშინდელ გამართულ მედიაციის პროცესს ეხმაურება
მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია არ
იყო მზად ხელმოსაწერად, სასამართლო და საარჩევნო რეფორმებს
დანიელსონის წინადადებით წარვმართავთ,
08:41 / 31.03.2021
მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია არ იყო მზად ხელმოსაწერად, სასამართლო და საარჩევნო რეფორმებს დანიელსონის წინადადებით წარვმართავთ,
დღის ამბები
➡ ბორჯომში ინფიცირების ახალი შემთხვევები შემცირდა.
✅ ბორჯომელი მოძღვარი მამა ზურაბი კოვიდ 19-ით გარდაიცვალა;
ინტერაქტივი
ბორჯომსა და მის სოფლებში მიმდინარეობს საზოგაო ინფრასტრუქტურის, წყლის სისტემის, სკვერების, დასასვენებელი სივრცეების და საფეხბურთო მოედნების მოწყობა-განახლება.
01 / აგვისტო 2020
შეავსეთ ტესტი და გაიგეთ, რამდენად კარგად იცნობთ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს.   (ფოტოს ავტორი - კოტე იანტბელიძე ) //
ვალუტა
EUR
EUR
1
4.1450
GBP
GBP
1
4.7776
TRY
TRY
1
0.4147
USD
USD
1
3.4324
«« მაისი 2021 »»
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.