მიხეილ ყაველაშვილმა საპრეზიდენტო ფიცი დადო
მიხეილ ყაველაშვილმა საპრეზიდენტო
ფიცი დადო. საქართველოს პარლამენტის სასახლეში გრძელდება მისი
ინაუგურაციის ცერემონია.
პარალელურად, მეხუთე პრეზიდენტმა
სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ტოვებს ორბელიანის სასახლეს,
თუმცა კვლავ თავს თვლის ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად.
მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის ცერემონიას ესწრებოდა „ქართული
ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, „ხმოსმები“, ვინც ის
აირჩია, - პარლამენტარები და საკრებულოების წარმომადგენლები, ეკლესიის
იერარქები და კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლები.
ინაუგურაციაზე ელჩები არ ყოფილან მიწვეულები.
ცერემონია, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიციური პარტიები და
პროევროპული დემონსტრაციების მონაწილეები არალეგიტიმურად მიიჩნევენ,
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გახსნა.
„დღეიდან საქართველოს ეყოლება პრეზიდენტი, რომელიც ეროვნული
ღირებულებებისა და ინტერესების სადარაჯოზე იდგება“, -
განაცხადა მან.