ახალი ამბები
ყაველაშვილმა ხელი მოაწერა იმ კანონებს, რომლებსაც უფლებადამცველები რეპრესიულს უწოდებენ
მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციიდან მალევე ხელი მოაწერა იმ კანონებს, რომელთა ნაწილი დღეიდან, 30 დეკემბრიდან შედის ძალაში.

საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე 2024 წლის 29 დეკემბერს გამოქვეყნდა რიგი კანონებისა, რაც პარლამენტმა 13 დეკემბერს მიიღო და რასაც ადამიანის უფლებათა დამცველები უწოდებენ „რეპრესიულს“, „შემზღუდავს“, „სადამსჯელოსა“ და „არადემოკრატიულს“.



იმ კანონებს შორის, რომლებსაც მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა, არის:


ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რაც აქციებზე სახის დაფარვისა და პიროტექტნიკის აკრძალვას და სხვა ნორმების შეზღუდვას ითვალისწინებს;

ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში პიროტექნიკის ნაწარმის შენახვა-გამოყენების შესახებ; ასევე, პროდუქტის უსაფრთხოების კანონში ცვლილება - რაც ასევე პიროტექნიკას ეხება;

შეკრებისა და მანიფესტაციის კანონში ცვლილება - სახის დაფარვის და პიროტექნიკის სროლის შესახებ; 

პოლიციის კანონი, რაც შსს-ში მუშაობის დაწყებას ამარტივებს გარკვეული კატეგორიის თანამშრომელთათვის;

ცვლილებები სახელმწიფო დაცვის კანონში, - რის საფუძველზეც სალომე ზურაბიშვილს სახელმწიფო დაცვა აღარ ეყოლება;

ცვლილებები საარჩევნო კოდექში - რის საფუძველზეც მუნიციპალიტეტებში მაჟორიტარული ელემენტის წილი იზრდება.

ცვლილებები საჯარო სამსახურის შესახებ კანონში, რითაც, უფლებადამცველების თქმით, პოლიტიკური ნიშნით დასაქმებულთა გათავისუფლება მარტივდება.





რა შედის ძალაში დღეიდან?



ყაველაშვილის მიერ ხელმოწერილი კანონების ნაწილში მითითებულია, რომ ისინი ხელმოწერისთანავე შედის ძალაში, ნაწილისათვის კი სხვადასხვა პერიოდია განსაზღვრული.

არის შემთხვევები, როდესაც ძალაში სხვადასხვა დროს შედის ერთი და იმავე კანონის სხვადასხვა პუნქტი.





2024 წლის 30 დეკემბრიდან უკვე არის ძალაში შესული:


იკრძალება შეკრება-მანიფესტაციის დროს პიროტექნიკური ნაწარმის და ლაზერის გამოყენება - ჯარიმდება 2 000 ლარით;

იკრძალება „სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა“ - ისჯება 2 000-ლარიანი ჯარიმით;


სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვა ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, როდესაც გზის სავალი ნაწილი სრულად არის დაკავებული, - ჯარიმდება 1 000 ლარით და მართვის უფლების ერთი წლის ჩამორთმევით ისჯება;


საპროტესტო სტენსილის/წარწერის/პლაკატის უნებართვოდ განთავსება ქალაქის იერსახის დაზიანებისთვის ჯარიმდება 1000 ლარით - ნაცვლად აქამდე მოქმედი 50-ლარიანი ჯარიმისა; განმეორებით დაჯარიმება 2000- და 3000-ლარიან ჯარიმას უდრის;


შსს-ის „სისტემაში დადგენილი“ ფორმის - ან „მასთან მიმსგავსებული ატრიბუტირკის“ უკანონოდ ტარება - 2000 ლარით ჯარიმდება;


გზის გადაკეტვისას - თუ პოლიციამ ჩათვალა, რომ გადასაკეტად საკმარისი რაოდენობის დემონსტრანტი არ ყოფილა - გაზრდილია ადმინისტრაციული ჯარიმები - 5 000 ლარი ნაცვლად 500-ისა მონაწილეობისათვის, ხოლო „ორგანიზებისათვის“ - 15 000 ლარი 5 000-ის ნაცვლად).
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ახალი წლის ღამეს თბილისში
პროევროპული საპროტესტო აქცია გაიმართება.
14:11 / 31.12.2024
ახალი წლის ღამეს თბილისში პროევროპული საპროტესტო აქცია გაიმართება.
გარემოს ეროვნული სააგენტო 31
დეკემბერს და 1-3 იანვარს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას
ავრცელებს.
12:51 / 31.12.2024
გარემოს ეროვნული სააგენტო 31 დეკემბერს და 1-3 იანვარს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
შინაგან საქმეთა მინისტრის,
ვიცე-პრემიერ - ვახტანგ გომელაურის მოადგილედ შალვა თადუმაძე
დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
15:05 / 30.12.2024
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერ - ვახტანგ გომელაურის მოადგილედ შალვა თადუმაძე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
12:28 / 30.12.2024
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ანგარიშის თანახმად, 2024 წლის განმავლობაში 200-მდე ჟურნალისტი დაექვემდებარა ძალადობას და დაშინებას.
გდდ-ს ყოფილმა მაღალჩინოსანმა ირაკლი
შაიშმელაშვილმა თანამდებობა დეკემბრის დასაწყისში, პროტესტის ნიშნად
დატოვა.
16:50 / 29.12.2024
გდდ-ს ყოფილმა მაღალჩინოსანმა ირაკლი შაიშმელაშვილმა თანამდებობა დეკემბრის დასაწყისში, პროტესტის ნიშნად დატოვა.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« იანვარი 2025 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.