თეგი : ზვიად ძიძიგური
სტატიები
"მშვიდი პერიოდი არჩევნებამდე არ გველოდება"- ზვიად ძიძიგური
"მშვიდი პერიოდი არჩევნებამდე არ გველოდება"- ზვიად ძიძიგური
მშვიდი პერიოდი არჩევნებამდე არ გველოდება. არ ვიცით, რომელ წუთას, რა ფეთქებადი სიტუაცია შეიძლება განვითარდეს. პოლიტიკური სტაბილურობა, რომელიც „ქართული ოცნების“ მთავარი მონაპოვარი იყო, საფრთხის წინაშე დგას, შანსი, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები გაგრძელდეს, ნაკლებია. ოპოზიციამაც და ხელისუფლებამაც უნდა იზრუნოს, რომ არჩევნები მაქსიმალურად მშვიდ ვითარებაში ჩატარდეს - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ყოფილმა ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მე მგონი მოლაპარაკებას, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რაუნდებად მიმდინარეობდა, პერსპექტივა აქვს ძალიან ნაკლები. იქიდან გამომდინარე რომ ბატონი უგულავას დაპატიმრება, ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია ოპოზიციისთვის და მათი არგუმენტები, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ყოფნის დროს დააპატიმრეს ერთ-ერთი ლიდერი, ეს არის ისეთი არგუმენტი, რომელიც მოლაპარაკების ჩაშლას მათი მხრიდან უფრო მაღალი ალბათობით, შესაძლებელს ხდის.
მე, რასაც ვხედავ, რა პოლიტიკიური პროცესებიც მიდის ქვეყანაში, მშვიდი პერიოდი არჩევნებამდე ჩვენ არ გველოდება. არ ვიცით, რომელ წუთას, რა ფეთქებადი სიტუაცია შეიძლება განვითარდეს, იმიტომ, რომ საქართველო და მისი პოლიტიკური ცხოვრება ამ წუთას არის სრულიად არასტაბილური და ნამდვილად წინასწარ ვერავინ იტყვის, თუ როგორი არჩევნები ჩატარდება. დაძაბულობის პიკი როგორი იქნება. ძალიან დაიძაბა ვითარება და ნამდვილად არ არის ჩვენი ქვეყნისთვის კარგი. პოლიტიკური სტაბილურობა, რომელიც იყო „ქართული ოცნების“ მთავარი მონაპოვარი საფრთხის წინაშე დგას. იპოზიციის პოზიციები მას შემდეგ, რაც პროპორციული არჩევნების თემა ჩავარდა, არის გაძლიერებული და ხელისუფლების პოზიციები შესუსტებულია. ყველას ვალია, მათ შორის ოპოზიციის, ხელისუფლებისაც, რომ როგორმე სიტუაციის დამშვიდებისკენ გადაიდგას ნაბიჯები“,
- განაცხადა ძიძიგურმა.


სრულად
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.