ვლადიმერ პუტინი ნიკოლ ფაშინიანს ერევანში შეხვდება
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) სამიტის
ფარგლებში სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდება, -
ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა
განაცხადა.
„დიახ, რა თქმა უნდა, იგეგმება შეხვედრა“, - განუცხადა პესკოვმა
ჟურნალისტებს, როდესაც უპასუხა შეკითხვას, იგეგმება თუ არა პუტინისა
და ფაშინიანის შეხვედრა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების
ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში.
პესკოვის განმარტებით, შეხვედრა 23 ნოემბერს, ერევანშია
დაგეგმილი.