სამხრეთ კორეაში თვითმფრინავის კატასტროფას 179 ადამიანი ემსხვერპლა
სამხრეთ კორეაში ავიაკომპანია Jeju
Air-ის სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად 179 ადამიანი
დაიღუპა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ქვეყანაში 7-დღიანი გლოვა გამოცხადდა, რომლის
დროსაც სამთავრობო უწყებებზე დროშები დაშვებული იქნება.
გამოცემის ცნობით, მაშველებმა ეკიპაჟის ორი წევრის გადარჩენა შეძლეს,
როლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, Boeing 737-800-ი, რომელსაც მგზავრები ტაილანდის
დედაქალაქ ბანგკოკიდან გადაჰყავდა, მუანის საერთაშორისო აეროპორტში
დაშვებისას კედელს შეეჯახა. კატასტროფის დროს თვითმფრინავის ბორტზე
175 მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი იმყოფებოდა. ერთ-ერთი
არაოფიციალური ვერსიით, კატასტროფა თვითმფრინავის შასში ჩიტის
მოხვედრამ გამოიწვია, თუმცა ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ
მომხდარის მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.