,,ღამით სააკაშვილის ერთ-ერთი სასიცოცხლო მაჩვენებელი კრიტიკულ ზღვრამდე დაეცა''-მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი
ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის
განცხადებით, გუშინ ღამე მიხეილ სააკაშვილის ანალიზებში ერთ-ერთი
სასიცოცხლო მაჩვენებელი კრიტიკულ ზღვარზე დაეცა და საჭირო გახდა
რეანიმატოლოგთა ჩარევა, რის შემდეგაც ეს მაჩვენებელი
დასტაბილურდა.
"გუშინ ღამით მიხეილ სააკაშვილის ანალიზებში ერთ-ერთი სასიცოცხლო
მაჩვენებელი დაეცა კრიტიკულ ზღვრამდე და საჭირო გახდა რეანიმატოლოგთა
ჩარევა, რის შემდეგაც დასტაბილურდა ეს მაჩვენებელი.
ეს ადასტურებს კონსილიუმის იმ დასკვნას, რომ ახლა შიმშილობის ისეთ
ფაზაში შედის, რომ ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი ჯანმრთელობის
მდგომარეობის გაუარესება და, შესაბამისად, დღის წესრიგში დადგება
დაუყოვნებლივი სამედიცინო სერვისის გაწევა", - თქვა
საძაგლიშვილმა.