14 ოქტომბერს თბილისში გამართული აქცია გამოირჩეოდა ხალხმრავლობით
14 ოქტომბერს თბილისში გამართული
აქცია გამოირჩეოდა ხალხმრავლობით.
მასში მონაწილეობისთვის საქართველოს
სხვადასხვა ქალაქიდან ავტომობილებით მოქალაქეები ორგანიზებულად
ჩამოვიდნენ - მათ გზად ხვდებოდნენ ნაციონალური მოძრაობის
მოწინააღმდეგეები ცოცხებითა და ყავარჯნებით, "ნაციონალური მოძრაობის
მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმბოლოებით."
როგორც მელია აცხადებს, ერთადერთი გეგმა გამარჯვებაა, საარჩევნო
უბნებზე „უნდა აღვმართოთ მშვიდობიანი, ცოცხალი კედელი“.
საპატიმრო დაწესებულებაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის,
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი ხალხმრავალი აქცია თავისუფლების
მოედანზე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დასრულდა.
ნიკა მელიას განცხადებით რომ თუკი "ბიძინა ივანიშვილი 30 ოქტომბერს
ისევე გააყალბებს არევნებს, როგორც 2 ოქტომბერს გააყალბა", იმაზე მეტი
ხალხი გამოვა ქუჩაში, ვიდრე დღეს იყო გამოსული.