ჭადრაკში თბილისის ჩემპიონს ბარბარე
შონიას ბორჯომის მერიამ ფულადი ჯილდო, მედალი და თასი გადასცა.
წარმატებულ მოჭადრაკეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიისგან ფულადი
ჯილდო 500 ლარის ოდენობით გადაეცა. მისი პედაგოგი უშანგი ჯანგირაშვილი
კი 200 ლარით დაჯილდოვდა.
18-24 სექტემბერს ონლაინ რეჟიმში ჩატარდა თბილისის პირველობა,
რომელშიც რვა წლამდე ასაკის 12 ნორჩი მოჭადრაკე მონაწილეობდა.
ასპარეზობაში მონაწილეობდა საქართველოს ორგზის ჩემპიონი და ბათუმის
ფესტივალის გამარჯვებული ბარბარე შონია. რომელმაც ყველა მეტოქე
დაამარცხა და 7-დან 7 ქულა დააგროვა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში, პატარა მოჭადრაკეს
სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორის მოადგილმემ ზურაბ ხაჩიძემ,
ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელმა იოსებ რაზმაძემ და კულტურის
განყოფილების უფროსმა მარინა ხუჯაძემ უმასპინძლეს.
ბარბარე შონია სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით პირველია, ვინც აქამდე
ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შეძლო.
ბარბარე შონია ბორჯომის სასპორტო სკოლის აღსაზრდელია. პატარა
მოჭადრაკე ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატისთვის
ემზადება.