“საქართველოს მთის კურორტების” ინფორმაციით, კურორტებზე ზამთრის სეზონისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს.
მესტიისა და ბაკურიანის (დიდველის)
სათხილამურო არეალი ახალი ინფრასტრუქტურით მიიღებს დამსვენებლებს:
სვანეთში, ზურულდის მთაზე ახალი საბაგირო კომპლექსი შენდება.
ბაკურიანში, დიდველის ორ სათხილამურო ტრასაზე კი დამონტაჟდება ხელოვნური გათოვლიანების სისტემები. ჯამში, 1406 მეტრიან სათხილამურო გზას 23 ფიქსირებული და 3 მოძრავი თოვლის საფრქვევი აპარატი გაათოვლიანებს.
კურორტ გუდაურს, საბაგირო „გუდაურას“ (გონდოლას ტიპის საბაგირო) შეეცვლება ძველი დაზიანებული ბაგირი ახლით.