ბათუმში დაგეგმილი საქართველო-საბერძნეთის მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე,
საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად მომხდარ ტრაგედიასთან
დაკავშირებით, დღეს ბათუმში დაგეგმილი საქართველო-საბერძნეთის
საფეხბურთო მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება.
ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის
ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, საკოორდინაციო საბჭოს 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება,
მატჩზე მაყურებლის 33%-ის დაშვების შესახებ, ძალადაკარგულად
გამოცხადდა.
მაყურებელს ბილეთებში გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდება. მატჩზე
დასწრებას შეძლებს მხოლოდ საბერძნეთის დელეგაცია, რომელიც უკვე
ბათუმში იმყოფება და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის
წარმომადგენლები