ბორჯომელი მოჭადრაკის ბარბარე შონიას კიდევ ერთი წარმატება
ბორჯომელი მოჭადრაკე ბარბარე შონია
კიდევ ერთი შეჯიბრის პრიზიორი გახდა.
მან თბილისის ჭადრაკის სასახლეში
გამართულ, პირველი ქართველი დიდოსტატის ბუხუტი გურგენიძის თასის
გათამაშებაში იასპარეზა და მეორე ადგილი დაიკავა.
ასპარეზობა ექვს ტურნირად, სამ ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა, როგორც
გოგონათა ასევე ბიჭებს შორის.
გოგონათა შორის სამ ასაკობრივ კატეგორიაში: 8 - 10 და 12 წლამდე
ასაკის მონაწილეებს შორის გაიმართა.
ბარბარე შონიამ 8 წლამდე გოგონებს შორის ექვსი ქულით, მეორე ადგილი
დაიკავა.