მოჭადრაკე ბარბარე შონია დააჯილდოვეს
ჭადრაკში თბილისის ჩემპიონს ბარბარე შონიას ბორჯომის მერიამ ფულადი ჯილდო, მედალი და თასი გადასცა.

წარმატებულ მოჭადრაკეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიისგან ფულადი ჯილდო 500 ლარის ოდენობით გადაეცა. მისი პედაგოგი უშანგი ჯანგირაშვილი კი 200 ლარით დაჯილდოვდა.

18-24 სექტემბერს ონლაინ რეჟიმში ჩატარდა თბილისის პირველობა, რომელშიც რვა წლამდე ასაკის 12 ნორჩი მოჭადრაკე მონაწილეობდა. ასპარეზობაში მონაწილეობდა საქართველოს ორგზის ჩემპიონი და ბათუმის ფესტივალის გამარჯვებული ბარბარე შონია. რომელმაც ყველა მეტოქე დაამარცხა და 7-დან 7 ქულა დააგროვა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში, პატარა მოჭადრაკეს სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორის მოადგილმემ ზურაბ ხაჩიძემ, ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელმა იოსებ რაზმაძემ და კულტურის განყოფილების უფროსმა მარინა ხუჯაძემ უმასპინძლეს.

ბარბარე შონია სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით პირველია, ვინც აქამდე ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შეძლო.

ბარბარე შონია ბორჯომის სასპორტო სკოლის აღსაზრდელია. პატარა მოჭადრაკე ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება.

Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.