ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში, კორონავირუსზე ჩატარებული ანალიზის
პასუხებს ელიან, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი.
პაციენტი ირანის მოქალაქეა, რომელმაც მაღალი ტემპერატურით და ყელის
ტკივილით კლინიკას ოთხ მარტს მიმართა. მან საქართველოს საზღვარი 22
თებერვალს გადმოკვეთა.