ახალი ამბები
რა შემთხვევაში დაინიშნება ბორჯომში მერის რიგგარეშე არჩევნები და მოხდება საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა
ბორჯომის მერს ლევან ლიპარტიას და საკრებულოს თავმჯდომარეს ამ დროისთვის უფლებამოსილება შეჩერებული აქვთ. მათ მოვალეობებს კი მოადგილეები დავით ზაალიშვილი და ოთარ არბოლიშვილი ასრულებენ. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ბრალად ედებათ ქრთამის აღება. საქმის განხილვა სასამართლოში ერთ თვეში გაგრძელდება. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელი ტელეკომპანია „ბორჯომის“ საუბრისას აღნიშნავს, რომ თუ დაკავებულებს ბრალდება დაუმტკიცდათ და გამამტყუნებელი განაჩენი იქნა გამოტანილი. აღნიშნული გადაწყვეტილებია კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში დღის წესრიგში დადგება მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი.

„თუ გამამტყუნებელი განაჩენი იქნა გამოტანილი და ეს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში იქნა შესული, ამ შემთხვევაში უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დგება დღის წესრიგში. თუ ბრალი ვერ დაუმტკიცდათ, უფლებამოსილება ვერ შეუწყდება ვერც მერს და ვერც საკრებულოს თავმჯდომარეს“ - ამბობს ქეთი ბებიაშვილი.



ქეთი ბებიაშვილის განცხადებით, თუ მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დადგა დღის წესრიგში, მნიშვნელოვანია როდის მოხდება აღნიშნული გადაწყვეტილების კანონიერად ძალაში მიღება. სწორედ ამ ვადებზეა დამოკიდებული ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საკითხი.

„თუ მერის უფლებამოსილების შეწყვეტა მოხდა 15 თებერვლიდან 15 ივლისამდე პერიოდში, მაშინ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება მიმდინარე წლის ოქტომბერში. ხოლო, თუ შეწყვეტა მოხდა 15 ივლისიდან 15 თებერვლამდე, ამ შემთხვევაში არჩევნები გაიმართება 2021 წლის მაისში, თუმცა ამ შემთხვევაში მომავალ წელს რიგგარეშე არჩევნები აღარ ჩატარდება, რადგან 2021 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ისეც ტარდება“ - ქეთი ბებიაშვილი.

რაც შეეხება გიორგი გოგიჩაიშვილს. ქეთი ბებიაშვილის თქმით, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში უფლებამოსილება შეუწდება მას არამხოლოდ როგორც საკრებულოს თავმჯდომარეს, არამედ როგორც საკრებულოს წევრს. უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში კი საკრებულოს უმრავლესობას აქვს უფლება იმსჯელოს და აირჩიოს ახალი თავმჯდომარე.

„თუ შეუწყდა უფლებამოსილება საკრებულოს წევრს, ამ შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი გოგიჩაიშვილს, წარმოდგენილ შემთხვევაში შესაძლოა დადგეს საკითხი იმავე პარტიიდან ახალი წევრის დამატებასთან დაკავშირებით. საკრებულოს თავმჯდომარე შესაძლოა გახდეს რიგითი დეპუტატი, რომლის არჩევასაც გადაწყვეტს დეპუტატების უმრავლესობა“ - განაცხადა ტელეკომპანია „ბორჯომთან“ საუბრისას ქეთი ბებიაშვილმა.

შეგახსენებთ, 28 თებერვალს, ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს. ბორჯომის მუნიციპალიტეტის შენობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები შევიდნენ და დოკუმენტაცია შეამოწმეს. გამოძიება დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მიმდინარეობს. თბილისის საქალაქო სასამართლოში, მომდევნო პროცესი აპრილშია ჩანიშნული. როგორ განვითარდება მოვლენები, ამ ეტაპზე უცნობია.

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები
მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან საქართველოს
მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში გამართული აქციების მიმდებარე
ტერიტორიაზე. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს
პრესსამსახური ავრცელებს.
22:16 / 28.11.2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში გამართული აქციების მიმდებარე ტერიტორიაზე. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
რუსთაველის გამზირი, სადაც აქცია მიმდინარეობს, გადაიკეტა.
20:59 / 28.11.2024
რუსთაველის გამზირი, სადაც აქცია მიმდინარეობს, გადაიკეტა.
19:58 / 28.11.2024
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად გორგასლის ქუჩა გადაკეტეს.
28 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ
რუსეთი, დასავლეთისგან განსხვავებით, საქართველოში შიდა პოლიტიკურ
პროცესებში არ ერევა.
19:01 / 28.11.2024

28 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი, დასავლეთისგან განსხვავებით, საქართველოში შიდა პოლიტიკურ პროცესებში არ ერევა.

პრემიერი - მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში
არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი - ასევე,
2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე
ევროკავშირის მხრიდან.
18:36 / 28.11.2024
პრემიერი - მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი - ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.