„იტალიიდან საქართველოს მოქალაქეების დაბრუნება მოხდება
თვითმფრინავით, დიდი ალბათობით რომიდან. ჩვენ ვმუშაობთ ეკონომიკის,
ჯანდაცვის სამინისტროებთან,საჰაერო ავიაციის დეპარტამენტთან,
აეროპორტების გაერთიანებასთან, რათა რაც შეიძლება მალე მოხდეს
თვითმფრინავის გაგზავნა იტალიის მიმართულებით, რომ ჩვენი მოქალაქეები
ჩამოვიყვანოთ" -ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ,
ალექსანდრე ხვთისიაშვილმა განაცხადა.