"კორონავირუსით დაინფიცირებული მეოთხე პირის მდგომარეობა კლინიკურად უფრო მძიმეა"-მარინა ეზუგბაია
საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დადასტურდა. პაციენტი 44
წლის მამაკაცია. ის საქართველოს მოქალაქეა, სამშობლოში კვირას
ჩამოვიდა,
რამდენიმე დღე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, ინფექციურ საავადმყოფოს კი
გუშინ მიმართა.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას
ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა შედარებით „უფრო
მძიმეა“.
„განსხვავებით წინა სამი შემთხვევისგან, ამ პაციენტის
მდგომარეობა უფრო მძიმეა, კლინიკურად უფრო მძიმე ფორმაა, რადგან
დაავადება გამოუვლინდა ტემპერატურის მატებით - 38,5-ზე მეტია
ტემპერატურა. დიაგნოსტირებულია, ლაბორატორიულად დადასტურებულია,
დაწყებულია მკურნალობა. გუშიდელი დღის შემდეგ მდგომარეობა ჯერჯერობით
კვლავ მძიმედ რჩება, მაგრამ სტაბილურია. დაავადება არ პროგრესირებს და
იმედი გვაქვს, რომ ასე გაგრძელდება. ტემპერატურა გუშინ მერყეობდა
38.5-სა 39.5 შორის“, - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს
სამედიცინო დირექტორმა.