ივანე ჯავახიშვილის სახელობის სამცხე ჯავახეთის ისტორიის მუზეუმში
საგამოფენო სივრცე დაიკეტა. მიზეზი კორონსავირუსის პრევენციისთვის
დაგეგმილი სადეზინფექციო სამუშაოებია.
ინფრომაციას ახალციხის ტელეკომპანია "მეცხრე არხი"
ავრცელებს.
„სამ მარტს ბრძანება მოვიდა, რომლის საფუძველზეც 16 მარტის
ჩათვლით დავხურეთ მუზეუმი. საგამოფენო სივრცეში დეზინფექციას
ჩაატარებს ეროვნული მუზეუმი. დღეს გაგავაგებინებენ, როდის ჩამოვლენ.
ახლა დახურული იმიტომ არის, რომ ბაქტერია რომ იყოს, არ მოხდეს
ვიზიტორების დაინფიცირება. 17 მარტიდან მივიღებთ
დამთვალიერებლებს“, - გვითხრა სამცხე ჯავახეთის ისტორიის
მუზეუმის მმართველმა ციური ლაფაჩმა.