საგანგებო მდგომარეობისას დაწერილი ჯარიმების გადახდის ვადა 30 დღეა
07 / აპრილი 2020
საგანგებო მდგომარეობისას დაწერილი ჯარიმების გადახდის ვადა 30 დღეა
საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევის გამო დაჯარიმებულმა პირმა ჯარიმა 30-დღიან ვადაში უნდა გადაიხადოს.
შეზღუდვების ნაადრევმა გაუქმებამ შესაძლოა ვირუსის ახალი ტალღა გაავრცელოს
07 / აპრილი 2020
შეზღუდვების ნაადრევმა გაუქმებამ შესაძლოა ვირუსის ახალი ტალღა გაავრცელოს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს მოუწოდებს, ფრთხილად იყვნენ, როცა შეზრუდვების მოხსნას დაიწყებენ. ორგანიზაციის ინფორმაციით, შეზღუდვების ნაადრევმა გაუქმებამ შესაძლოა ვირუსის ახალი ტალღა გაავრცელოს.
პრეზიდენტმა 9 მსჯავრდებული ქალი შეიწყალა
07 / აპრილი 2020
პრეზიდენტმა 9 მსჯავრდებული ქალი შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალების აქტი გამოსცა და 9 მსჯავრდებული ქალი შეიწყალა.
საგანგებო მდგომარეობის დარღვევის 167 ახალი ფაქტი გამოვლინდა
07 / აპრილი 2020
საგანგებო მდგომარეობის დარღვევის 167 ახალი ფაქტი გამოვლინდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 167 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
მართლმადიდებელი ეკლესია ხარების დღესასწაულს აღნიშნავს
07 / აპრილი 2020
მართლმადიდებელი ეკლესია ხარების დღესასწაულს აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ხარება ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია. სახარების თანახმად, ამ დღეს ყოვლადწმინდა მარიამთან ერთად მთელ კაცობრიობას ეუწყა, რომ ღმერთმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისგან იხსნა.
საქართველოს 10 000 კოვიდინფეცირებული ადამიანის მართვის შესაძლებლობა აქვს
07 / აპრილი 2020
საქართველოს 10 000 კოვიდინფეცირებული ადამიანის მართვის შესაძლებლობა აქვს
ჯანდაცვის სამინისტროს, ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსის ეკა ადამიას განცხადებით, საქართველოს საერთო ჯამში, დაახლოებით, 10 000 კოვიდინფიცირებული ადამიანის მართვის შესაძლებლობა აქვს.
საქართველოში კორონავირუსის კიდევ 7 ახალი შემთხვევა დადასტურდა
07 / აპრილი 2020
საქართველოში კორონავირუსის კიდევ 7 ახალი შემთხვევა დადასტურდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 7-ით გაიზარდა და 195 შეადგინა.
"ნიღბები მხოლოდ დაავადებულმა ადამიანებმა გაიკეთონ " - ახალი რეკომენდაცია
06 / აპრილი 2020
"ნიღბები მხოლოდ დაავადებულმა ადამიანებმა გაიკეთონ " - ახალი რეკომენდაცია

მოსახლეობის მიერ პირბადეების გადაჭარბებულ და არასწორ მოხმარებას, პანდემიის პირობებში, არა მხოლოდ სარგებელი არ მოაქვს, არამედ შესაძლოა, მათი დეფიციტი გამოიწვიოს მათთვის, ვისაც ისინი ნამდვილად სჭირდება. ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა თედროს ადჰანომ გიბრეიესუსმა განაცხადა და დასძინა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაა, ნიღბები დაავადებულმა ადამიანებმა გაიკეთონ და მათ, ვინც სახლში პაციენტებს უვლიან.

"მაისის ბოლომდე  ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდებით" - ზურაბ გურული
06 / აპრილი 2020
"მაისის ბოლომდე ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდებით" - ზურაბ გურული

აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმის, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორ ზურაბ გურულის პროგნოზით, აპრილის ბოლოდან, მაისის შუა რიცხვებში, კორონავირუსის ახალი შემთხვევები ბევრად ნაკლები იქნება.

ბორჯომის "ცხელების ცენტრი" 5 პაციენტზეა გათვლილი
06 / აპრილი 2020
ბორჯომის "ცხელების ცენტრი" 5 პაციენტზეა გათვლილი

როგორია მიმართვიანობა ბორჯომის "ცხელების ცენტრში", ამის გასარკვევად ტელეკომპანია "ბორჯომი", ბორჯომის ჯეოჰოსპიტალსის სამედიცინო ცენტრის დირექტორს ირაკლი დიასამიძეს დაუკავშირდა.


მისი განცხადებით ბორჯომის "ცხელების ცენტრი" სრულ მზადყოფნაშია პაციენტების მისაღებად,რაც შეეხება მიმართვიანობას ირაკლი დიასამიძე აცხადებს,რომ საეჭვო შემთხვევა ამ დრომდე არ დაფიქსირებულა.

"დღეს ერთ პაციენტს გაეწია ამბულატორიული მომსახურება,რომელიც ცხელების მსუბუქი ფორმით იყო შემოსული სამედიცინო ცენტრში,რომელიც მალევე გაეწერა ბინაზე"- განაცხადა ირაკლი დიასამიძემ.

შეგახსენებთ,რომ ბორჯომში თვითიზოლაციში 7 პირი იმყოფება.235 მოქალაქე კი ბაკურიანის სასტუმროებში საკარანტინე სივრცეშია მოთავსებული.რაც შეეხება სამცხე-ჯავახეთის რეგიონს,აქ 6 აპრილის მონაცემებით კარანტინში 262 ,თვითიზოლაციაში კი 17 პირი იმყოფება.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით საერთო ჯამში ინფიცირებულია 188 ადამიანი. გარდაცვლილია 2 პაციენტი. კარანტინის რეჟიმშია - 5056 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 386 მოქალაქე.

 

სხვა სტატიები
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.