საქართველოს 10 000 კოვიდინფეცირებული ადამიანის მართვის შესაძლებლობა აქვს
ჯანდაცვის სამინისტროს, ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსის ეკა
ადამიას განცხადებით, საქართველოს საერთო ჯამში, დაახლოებით, 10 000
კოვიდინფიცირებული ადამიანის მართვის შესაძლებლობა აქვს.
როგორც მან განაცხადა, საჭიროების შემთხვევაში, აქედან,
დაახლოებით 5000 კოვიდინფიცირებულის მართვა შესაძლებელია საკარანტინე
სივრცეებში.
რაც შეეხება უშუალოდ კოვიდინფიცირებული პაციენტების სტაციონარში
მართვას, როგორც რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე
ტიკარაძემ განმარტა, არსებული პროგნოზით, 3500-მდე საშუალო და მძიმე
მდგომარეობის კოვიდინფიცირებული შეუძლიათ მართონ სტაციონარში.
"საერთო ჯამში, გვაქვს პროგნოზი, რომ შეგვიძლია ვმართოთ 3500-მდე
კოვიდინფიცირებული სტაციონარში საშუალო და რთული შედეგებით და ასევე
გვაქვს იმის საშუალება, რომ 5000-ზე მეტი პაციენტი ვმართოთ უკვე
საკარნტინე ზონებში, რომლის მეთვალყურეობასაც დატრენინგებული ოჯახის
ექიმები და ეპიდემიოლოგები განახორციელებენ. აქედან გამომდინარე, ის
საშუალო რიცხვი, რომელიც დღეს საქართველოს შეუძლია მართოს არის
დაახლოებით 10 000-მდე, თუმცა ჩვენი ჰოსპიტალური სერვისების
რესურსიდან გამომდინარე, ვინაიდან თქვენ იცით, რომ საქართველოში არის
15 000-მდე საწოლი, ჩვენ შეგვიძლია საჭიროების შემთხვევაში კიდევ უფრო
მეტი საწოლის დატვირთვა კოვიდინფიცირებული პაციენტებით",-განაცხადა
ეკატერინე ტიკარაძემ.