საგანგებო მდგომარეობის დარღვევის 167 ახალი ფაქტი გამოვლინდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის
განმავლობაში, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და ე.წ. კომენდანტის
საათის შეზღუდვების დარღვევის 167 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
მათი ცნობით, 6 აპრილის 21 საათიდან 7 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ.
კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 112
მოქალაქე დააჯარიმა. ბოლო 24 საათის განმავლობაში,
სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად,
მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ.
კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 167 ახალი ფაქტი
გამოვლინდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან
საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ
შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული,
შესაბამისი ზომები.
საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას
საგანგებო რეჟიმი და დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში
მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ
პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო
იურიდიული პირის – 15 000 ლარით”, - ნათქვამია უწყების მიერ
გავრცელებულ ინფორმაციაში.