პრეზიდენტმა 9 მსჯავრდებული ქალი შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხარების დღესასწაულთან
დაკავშირებით შეწყალების აქტი გამოსცა და 9 მსჯავრდებული ქალი
შეიწყალა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ყველა მსჯავრდებულს ერთი, ან
მეტი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები კი,
ძალადობრივ დანაშაულთა კატეგორიას არ განეკუთვნება.
ცხრავე მსჯავრდებული პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს.