საქართველოში კორონავირუსის კიდევ 7 ახალი შემთხვევა დადასტურდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 7-ით
გაიზარდა და 195 შეადგინა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ
ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია
4735 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 383 პირი.
ინფორმაციისთვის, 195 ადამიანიდან 39 გამოჯანმრთელებულია, ხოლო ორი
გარდაიცვალა.