გუშინ მკვლელობა მოხდა ხარაგაულის
მუნიციპალიტეტში, შსს-ს ინფორმაციით, ხარაგაულის რაიონული
სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1990 წელს
დაბადებული ვ.კ. დააკავეს.
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ
კეთილარში 81 წლის მოხუცი დააყაჩაღეს. ახლობლების განცხადებით,
შეირაღებული თავდამსხმელები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ და 500 ლარი
წაიღეს.
ტრაგედია საჩხერეში. 8 წლის ბავშვი
ე.წ. კისტის თოფიდან გასროლით დაიღუპა. არსებული ინფორმაციით,
ბავშვები თამაშობდნენ, რა დროსაც ერთერთ მათგანს შემთხვევით ტყვია
გაუვარდა.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე
ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
1999 წელს დაბადებული გ.ა. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ
მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
შემოქმედის ეპარქიის ოზურგეთის
რეზიდენციასთან არსებულ დედათა მონასტერში ხანძარი იყო.ცეცხლი
გამთენიისას კელიებში მაშინ გაჩნდა, როცა მონაზვნები
ცისკრის ლოცვაზე ტაძარში იყვნენ გადასულები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.