81 წლის მოხუცი დააყაჩაღეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ
კეთილარში 81 წლის მოხუცი დააყაჩაღეს. ახლობლების განცხადებით,
შეირაღებული თავდამსხმელები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ და 500 ლარი
წაიღეს.
როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო.
უწყების ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურ რეჟიმში
ტარდება. ჯერჯერობით დაკავებული არავინ არის.