ტრაგედია ზესტაფონში, - აფეთქებას ორი ადამიანი ემსხვერპლა
ტრაგედია ზესტაფონში სოფელ საზანოში
სახლში, სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გაჟონა, რასაც აფეთქება
მოყვა.
გარდაცვლილია ორი ადამიანი, 80 წლის
დედა და 50 წლამდე შვილი, შვილიშვილი კი დაზიანებებით საავადმყოფოშია
გადაყვანილი.შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა, ამ დროისათვის მომხდარის
სხვა დეტალები უცნობია.
ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.