შემთხვევა
შემოქმედის ეპარქიის დედათა მონასტრის კელიები დაიწვა
შემოქმედის ეპარქიის ოზურგეთის
რეზიდენციასთან არსებულ დედათა მონასტერში ხანძარი იყო.ცეცხლი
გამთენიისას კელიებში მაშინ გაჩნდა, როცა მონაზვნები
ცისკრის ლოცვაზე ტაძარში იყვნენ გადასულები.
მსხვერპლი არ არის.დამწვარია რვა
კელია და განადგურებულია საყოფაცხოვრებო ნივთები და სიწმინდეები.
პირველადი ინფორმაციით, ცეცხლი გაუმართავმა ელექტროსადენებმა
გამოიწვია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით,დამწვარია
დაახლოებით 200კვ.მეტრი ტერიტორია.
,,ქრისტესმიერ საყვარელ სულიერ შვილებს,გაცნობებთ, რომ დღეს დილით 7
საათზე ცეცხლი გაუჩნდა ოზურგეთის წმინდა ნინოს დედათა მონასტრის
საცხოვრებელი კომპლექსის მეორე სართულს. დაიწვა კელიები მთლიანად .
მადლობა ღმერთს, არავინ დაზარალებულა." აცხადებს მეუფე
იოსები,
წყარო
https://guria.tv/
გააზიარეთ :