ახალციხეში, კორპუსში გაჩენილ
ხანძარს შუახნის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხანძარი
დიდიმამიშვილის ქუჩაზე 5-სართულიანი კორპუსის მე-5 სართულზე გაჩნდა.
სახანძრო-სამაშველო ჯგუფები ადგილზე 4 წუთში გამოცხადდნენ. ამ
დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
დაავადებათა კონტროლისა და
საზოგადოებივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის
განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების პიკი ნოემბრის შუა
რიცხვებში დადგება და ამ პიკის დროს დღიურმა მაჩვენებელმა შესაძლოა
4-5 ათას შემთხვევას მიაღწიოს.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი - სეისმური მონიტორინგის
ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები დღეს, თბილისის
დროით, 12:03 საათზე, თბილისიდან 54კმ-ში, სოფელ უისეიქენდში
დაფიქსირდა.
მარნეულში "მთავარი არხისა" და
პირველი არხის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ , დაზიანებულია
ვიდეოკამერები, ოპერატორებს და ჟურნალისტებს ფიზიკურად
გაუსწორდნენ.
თბილისი-სენაკი ლესელიძის
საავტომობილოლ მაგისტრალის გორის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევის
შედეგად ორი ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ორი კი მძიმე
დაზიანებებით საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
ბორჯომში, თორის ქუჩაზე, მსუბუქი
ავტომობილი ქვების გროვას შეეჯახა. მანქანაში, სადაც მხოლოდ მძღოლი
იმყოფებოდა, ხელის მოტეხილობით ადგილობრივ საავადმყოფოში
გადაიყვანეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.