საზოგადოება
ხაშურში ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალი გარდაიცვალა
11 / ოქტომბერი 2019
ხაშურში ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალი გარდაიცვალა
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.მას სხეულის მძიმე დაზიანებები და მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნებოდა,მისი მდგომარეობა სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა.ცოლ-ქმარი განქორწინების პროცესში იმყოფებოდა და დღეს სასამართლო უნდა შემდგარიყო, სადაც წყვილი ოფიციალურად გაეყრებოდა.
"სადილი გაიცეს 13:00 საათზე"- სოციალურად დაუცველი მოქალაქის მოთხოვნა
11 / ოქტომბერი 2019
"სადილი გაიცეს 13:00 საათზე"- სოციალურად დაუცველი მოქალაქის მოთხოვნა
ტელეკომპანია "ბორჯომს", სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრის ერთ-ერთმა ბენეფიციარმა მიმართა,მისი განცხადებით საკვების მისაღებად დაწესებული დრო 14:00 საათი,მისთვის მიუღებელია და სადილის გაცემას 13:00 საათზე ითხოვს.საკითხის შესწავლის მიზნით ჩვენ ცენტრს ვესტუმრეთ და ბენეფიციარებს გავესაუბრეთ.როგორც გაირკვა ერთი ბენეფიციარის გარდა,სადილისთვის დაწესებულ დროს არავინ აპროტესტებს და 14:00 საათი ყველასთვის მისაღებია.
დღეს გოგონების საერთაშორისო დღეა
11 / ოქტომბერი 2019
დღეს გოგონების საერთაშორისო დღეა
2011 წლის 9 დეკემბერს მიღებული 66/170 რეზოლუციით გაერომ 11 ოქტომბერი გოგონების საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.
შალვა თადუმაძე - "ბოდიში, რომ ამ ქვეყანაში დავიბადე"
10 / ოქტომბერი 2019
შალვა თადუმაძე - "ბოდიში, რომ ამ ქვეყანაში დავიბადე"
ბოდიში, რომ ამ ქვეყანაში დავიბადე, ასეთი განათლების სისტემა იყო, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მოსმენისას განაცხადა, სადაც მან კიდევ ერთი განმარტება გააკეთა საკუთარ დიპლომთან დაკავშირებით.
ხვალიდან  სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება
10 / ოქტომბერი 2019
ხვალიდან სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება
ხვალიდან ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ლექციაზე ლექტორი რომაელი მეომრის აღჭურვილობით მივიდა
09 / ოქტომბერი 2019
ლექციაზე ლექტორი რომაელი მეომრის აღჭურვილობით მივიდა
საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ლექტორი ნიკა ხოფერია, ლექციაზე რომაელი ლეგიონერის აღჭურვილობით მივიდა. ლექციის ამსახველი ფოტოები მან საკუთარ ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ „რომის ისტორია მისი ერთ-ერთი სისუსტეა“.
2020 წლიდან სპორტული ავტომობილის აქციზის გადასახადი შეიცვლება
09 / ოქტომბერი 2019
2020 წლიდან სპორტული ავტომობილის აქციზის გადასახადი შეიცვლება
2020 წლიდან სპორტული ავტომობილის აქციზის გადასახადი შეიცვლება. ამის შესახებ ცვლილება საგადასახადო კოდექსში შევიდა.
 კითხვები გენერალური პროკურორის დიპლომთან დაკავშირებით
09 / ოქტომბერი 2019
კითხვები გენერალური პროკურორის დიპლომთან დაკავშირებით
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ შესწავლილი დოკუმენტებით, მოქმედი გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით შეუსაბამობა დგინდება. ამის შესახებ თავად ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
ილია მეორე კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელს მიმართავს
09 / ოქტომბერი 2019
ილია მეორე კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელს მიმართავს
საქართველოს საპატრიარქო დავით გარეჯთან დაკავშირებით კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელისადმი შეიხ-ულ-ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა-ზადეს მიმართ სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, ილია მეორის წერილს აქვეყნებს:

„თქვენო აღმატებულებავ, მოგესალმებით ძმური სიყვარულით და აუცილებლად მივიჩნევთ თქვენი ყურადღების მიპყრობას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამონასტრო კომპლექს დავით გარეჯისადმი; კერძოდ, იმ პრობლემასთან დაკაშირებით, რომლებიც შეიქმნა ამ ტერიტორიაზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეების ცნობილი მოქმედებების შედეგად.

საქმე ეხება ორ მნიშვნელოვან საცხოვრისს - უდაბნოსა და ჩიჩხიტურს

იურიდიულად და კარტოგრაფიულად ყველაფერი ცხადია: 1938 და 1996 წლების დადგენილებებით ქართულმა და აზერბაიჯანულმა მხარეებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ შეთანხმებას, რომლის თანახმად, სახელმწიფო საზღვრის ხაზი დამტკიცდა რუკით, მასშტაბით 1:500000 ( К-38-Г). ის გამოცემულია შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მიერს 1936-38 წლებში შედგენილი რუკების საფუძველზე მასშტაბით 1:200 000, რომელიც წარმოადგენს მთავარ სამუშაო მასალას ქართული და აზერბაიჯანული მხარეებისთვის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხთა კომისიის მუშაობაში.

ამის შესაბამისად, მონასტრები - უდაბნო და ჩიჩხიტური დაფიქსირებულები არიან საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში (განსხვავებით ბერთუბნისგან, რომელიც ასევე, გარეჯის განუყოფელ ტერიტორიას წარმოადგენს, მაგრამ ამ რუკის მიხედვით, აღმოჩნდა აზერბაიჯანის ტერიტრორიაზე).

დღეს სრულიად გაუგებარია აზერბაიჯანული მხარის დაჩემება, რომელმაც 2019 წლიდან, ფაქტობრივად, ჩამოგვართვა მონასტრები ჩიჩხიტური და უდაბნო, რომლის მახლობლად, ჯერჯერობით განუსაზღვრელ ადგილზე, ააშენეს სასაზღვრო სექტორი და ამ საცხოვრისებში სრულიად შეზღუდეს მომლოცველებისა და ტურისტების, ასევე სასულიერო პირების გადაადგილება, რასაც, ბუნებრივია, ჩვენ არ შევეგუებით.

რის საფუძველზე შეიცვალა დღემდე არსებული მდგომარეობა - გაუგებარია.

მივიჩნევთ, რომ ვიდრე არ დასრულდება დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესი, უნდა აღდგეს დღევანდელ დღემდე არსებული სტატუს ქვო და სასულიერო პირებს, მომლოცველებსა და ტურისტებს მიეცეთ შესაძლებლობა მოინახულონ უდაბნო და ჩიჩხიტური, მით უფრო, რომ ასეთ ტერიტორიაზე ფაქტობრივი მდგომარეობის შენარჩუნება სავალდებულოა, ხოლო მეორე სახელმწიფოსთან შეუთანხმებლად და მით უმეტეს ძალისმიერი ნაბიჯებით ვითარების შეცვლა დაუშვებელია.

ვფიქრობთ, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება სათანადოდ შეაფასებს შექმნილ ვითარებას და მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას და ჩვენ ერებს შორის კეთილმეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობებს ალტერნატივა არ ექნება. თქვენი შუამავლობა ამ საკითხში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და წარმატებას თქვენ მაღალ მსახურებაში. დიდი პატივისცემით სრულიად საქრთველოს კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე“ - აღნიშნულია წერილში.
ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავეს
08 / ოქტომბერი 2019
ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო და საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, სამი პირი დააკავეს. 
სხვა სტატიები
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.