საქართველოს სახალხო დამცველი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის
თანამდებობაზე ასარჩევად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ
პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესის
არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს.
მიწის რეგისტრაციას საქართველოს მოქალაქეები კიდევ უფრო მარტივად
შეძლებენ. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები მთავრობამ დღეს
დაამტკიცა. პაკეტი მთავრობის სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა თეა
წულუკიანმა წარადგინა.
ტელეკომპანია „ბორჯომს“ მაყურებელი დაუკავშირდა,მისი განცხადებით
ქალაქის ცენტრში არსებული ქვეითად მოსიარულეებისათვის განკუთვნილი
ტროტუარები სავალალო მდგომარეობაშია.
ბოლო დღეებში ვიხილეთ თავდასხმა საქართველოს ეკლესიაზე და მის
ლიდერზე. საბედნიეროდ, ასეთ გამოწვევაზე საზოგადოების
კონსოლიდირებულმა რეაქციამ დაადასტურა მისი მოწიფულობა, - ამის
შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბათუმში
მიმდინარე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე
სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. მან დეზინფორმაციაზე ისაუბრა და
დეზინფორმაციისა და ცილისწამების მაგალითად საქართველოს ეკლესიასა და
მის ლიდერებზე ბოლო დღეებში განხორციელებული თავდასხმა დაასახელა.
ბაკურიანი ზამთრის სეზონს სამი ახალი საბაგიროთი და ახალი სასრიალო
არეალებით შეხვდება. მთის კურორტების განვითარების კომპანიის
ხელმძღვანელის თამაზ გამცემლიძის განცხადებით, ბაკურიანში ახალი
ინფრასტრუქტურა ეწყობა.
„დაგვიბრუნეთ უკანონოდ წართმეული მიწები“-ამ ლოზუნგით დღეს,ბაკურიანსა
და მიტარბში მცხოვრებმა მოსახლეობამ ბორჯომის მუნიციპალიტეტის
მერიასთან აქცია გამართა.აქციაზე, ადგილობრივები მიწის რეგისტრაციის
პროცესში შექმნილ ხარვეზებს აპროტესტებდნენ და მერიისგან მიწის
ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის
დროულად გაცემას ითხოვდნენ.როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ
აღნიშნული პრობლემა ათეულობით წელია არსებობს და მის შესახებ
ინფორმაციას ფლობს როგორც ადგილობრივი ასევე ცენტრალური ხელისუფლება.
მე დღეს ქადაგება არ მექნება, შეგონება მექნება - მწუხარებამ
გაგვაერთიანა ერთმანეთთან და ღმერთთან, - ასე მიმართა სრულიად
საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია
მეორემ სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.