საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ლექტორი ნიკა ხოფერია, ლექციაზე
რომაელი ლეგიონერის აღჭურვილობით მივიდა. ლექციის ამსახველი ფოტოები
მან საკუთარ ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ „რომის
ისტორია მისი ერთ-ერთი სისუსტეა“.
ლექტორი ასევე წერს, რომ მიმდინარე სემესტრში საქართველოს ისტორიას
ასწავლის სტუდენტებს GIPA-ში. „მივადექით პომპეუსის იბერიულ ლაშქრობას
და, შესაბამისად, დიდი რომაული ამბებიც გვქონდა დღევანდელ ლექციაზე,
რომელიც რომაელების აღმოსავლეთში გამოჩენის და მათი კავკასიის
ხალხებთან ურთიერთობების თემას შეეხებოდა.
გვქონდა I-II საუკუნეების რომაული აღჭურვილობის მთავარი ნაწილები
(ნატურალური ზომა-წონის), მრავალფეროვანი სლაიდები და სცენები
რომაელებზე გადაღებული რამდენიმე ფილმიდან (HBO Rome, Ben-Hur,
Centurion), რომელთა ჩასმაც გარკვეული საკითხების უკეთესი აღქმისთვის
მივიჩნიე საჭიროდ.აუდიტორიაში შესვლამდე, ეზოში ინტერესიც არანაკლები
იყო. მიხარია, რომ სტუდენტებს მოეწონათ“ – წერს ლექტორი.
გთავაზობთ, ფოტო-კოლაჟს.