დღეს გოგონების საერთაშორისო დღეა
2011 წლის 9 დეკემბერს მიღებული 66/170 რეზოლუციით გაერომ 11
ოქტომბერი გოგონების საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.
ამ დღის მიზანი გოგონების უფლებების დაცვა, გენდერული თანასწორობის
ხაზგასმა და იმ განსაკუთრებული სირთულეების შესწავლაა, რომლის
გადალახვაც უწევთ მთელ მსოფლიოში გოგონებს.
მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღესთან დაკავშირებით ტარდება
სხვადასხვა სახის ღონისძიებები, რომლებშიც აქტიურად არიან ჩართულები
გოგონები.