გახანგრძლივდება თუ არა საგანგებო მდგომარეობა
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში
საგანგებო მდგომარეობა გახანგრძლივდეს. „ყველაფერი შესაძლებელია“ -
ასე უპასუხა პრემიერმა ჟურნალისტების შესაბამის კითხვას.
ამასთან, გახარიას განმარტებით, საგანგებო მდგომარეობის კიდევ უფრო
გამკაცრება დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის
დინამიკაზე.
"ყველაფერი შესაძლებელია. ყველაფერი იქნება დამოკიდებული
ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დინამიკაზე, მის დამძიმებაზე ან
პირიქით. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ჩვენი ამოცანაა
ადამიანების ჯანმრთელობა" - განაცხადა გახარაიამ.