"ქართულ პირბადეს ექიმიც გამოიყენებს უპრობლემოდ" - პაატა იმნაძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის,
პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში შეკერილი პირბადეები
წვეთოვანი ინფექციისგან ძალიან ეფექტურად იცავს.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე იმნაძემ
აღნიშნა, ამ პირბადის გამოყენებას ექიმებსაც ურჩევენ.
“რა ვიცი, მერე შეიძლება დემნა გვასალიამ ასეთი გამოუშვას იმიტომ, რომ
ეგეთი რაღაცები მოსწონს. გახსოვთ ხომ, რა ჰქონდა გამოშვებული?
ვიზუალსაც ვერაფერს ვუწუნებ... დღევანდელი თაობა ცოტა განებივრებულია
პირბადეების ნაირსახეობებით, რომელიც არსებობს ბაზარზე, რომელიც არის,
უფრო სწორად, იყო მსოფლიოში. დღეს ყველგან დეფიციტია. ამას ერთი
მხრიდან აქვს ცხვირის ადგილას მონიშნული ანუ ამას ვერ შეცვლი ისე, რომ
არასწორად გაიკეთო, მონიშნული აქვს ის ადგილი ცხვირზე, სად უნდა
გაიკეთო. ამიტომ ეს აშკარად უფრო წინგადადგმული ნაბიჯია, ვიდრე
ჩვეულებრივი. ეს არის ანა-ბანა. სანამ იქნებოდა ის ნიღბები, ჩვენ
ყველანი, მათ შორის ჩემი სამსახური, რომელსაც საშინელი სახელი ერქვა
საქართველოში და შავი ჭირი ერქვა და ვმუშაობდით არამარტო შავ ჭირზე,
არამედ არბოვირუსებზეც. სწორედ ის დეპარტამენტი, რომელიც შეისწავლის
და დასკვნებს გასცემს, ეს რამდენად დამცავია, მისი ხელძღვანელი არის
ბატონი შოთა ცანავა და გელა მგელაძე. ეს ორი ადამიანია, რომელიც თავის
დროზე საქართველოში ყვავილის ვირუსზე მუშაობდა - ყვავილის ვირუსზე
მუშაობდნენ ასეთი პირბადეებით. ეს იცავს წვეთოვანი ინფექციისგან
ძალიან ეფექტურად. ჩვენ ექიმებს ვურჩევთ იხმარონ რესპორატორი 95
ნომერი რომ ჰქვია, მხოლოდ იმ დროს, როდესაც ექიმები ახორციელებენ
პაციენტებთან ინტუბაციას ანუ სადაც აეროზოლიზაციის რისკი არის მაღალი,
დანარჩენ ყველა შემთხვევაში ეს ექიმმაც კი შეიძლება გამოიყენოს
უპრობლემოდ, არათუ მოსახლეობამ”, - განაცხადა იმნაძემ.