საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი
ბრეგაძე ამბობს, რომ უკვე მზად აქვთ ტექნიკური ბაზა, რომელიც
აუცილებელი იყო „აგენტების კანონის“ ბაზაში არასამთავრობო და
მედიაორგანიზაციების რეგისტრაციისთვის. ამის შესახებ მან იუსტიციის
სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.