ახალქალაქში ბაგრატ III კურაპალატის მოხსენიებით მე-10 საუკუნის წარწერა აღმოაჩინეს
მესხეთის კულტურის ძეგლების კვლევის
მეშვიდე, 13 დღიანი ექსპედიცია ახალქალაქის მუნიციპალიტეტში დასრულდა
(1 დღე ასპინძის მუნიციპალიტეტი).
შედეგები ასე გამოიყურება:
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 150-მდე სოფელი და ნასოფლარიდან
შესწავლილი იქნა 50-მდე სოფელი/ნასოფლარი. დაფიქსირდა და აღიწერა
160-მდე კულტურის ძეგლი თუ ცალკეული არტეფაქტი, გარდა ამისა,
დაფიქსირდა 35-მდე ქართული ლაპიდარული წარწერა და 20-მდე სომხური
წარწერა. მათ შორის:
60-მდე ეკლესია;
3 - მონასტერი;
30-მდე მცირე სამლოცველო;
5 - ციხე/კოშკი;
30-მდე მშრალი წყობის ნაგებობები;
2 - მეჩეთი;
30-მდე ცალკეული არტეფაქტი.
კვლევის ცენტრის ინფორმაციით, ექსპედიციები აგვისტოდან კვლავ
გაგრძელდება.
ფოტოზე: მე-10 ს.-ის წარწერა ბაგრატ III კურაპალატის
მოხსენიებით (წარწერის პალეოგრაფიული ასლი), აგანა,
ახალქალაქი.