შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის
პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს 39 წლის ზვიად
ზურაბაშვილი, რომელიც მეუღლის და ორი მეგობრის მკვლელობაშია
ბრალდებული.
ახალდაბაში გოგონათა სამოქალაქო
აქტივიზმის 4 დღიანი საზაფხულო სკოლა განახლდა. პროექტში ჩართულები
არიან ბორჯომის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებიდან ახალგაზრდა
გოგონები.
მიმდინარე წელს გურჯაანის
მუნიციპალიტეტში ცოფის ორი შემთხვევა დაფიქსირდა - ცოფის პრევენციის
მიზნით, ვაქცინირებულია 770 ცხოველი,- ამის შესახებ ინფორმაციას
სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების
ადგილის მართვის ორგანიზაციამ რეგიონის ტურისტული პროდუქტების
პოპულარიზაციის მიზნით, იტალიელ ჟურნალისტსა და სოციალურ
მედია-ინფლუენსერს კონსუელო ჯენარის უმასპინძლა.
2024 წლის აბიტურიენტთა ჩარიცხვების
და გრანტის განაწილების შესახებ, ინფორმაცია უკვე ცნობილია. ეროვნული
გამოცდების შედეგები შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს
გამოაქვეყნა.
იმისათვის, რომ აბიტურიენტმა მიიღოს ინფორმაცია საბოლოო შედეგების
თაობაზე,
უნდა შევიდეს ვებგვერდზე:
შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.
სისტემაში შესვლის შემდეგ აბიტურიენტი ნახავს საკუთარ შედეგს,
ინფორმაციას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა და
სახელმწიფო გრანტის მოპოვების თაობაზე.
გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, უკანონო
თევზჭერის 13 ფაქტი გამოავლინეს.
ხობის მუნიციპალიტეტში ძმამ ძმა
დაჭრა. ადგილობრივების ინფორმაციით, დაჭრილია 65 წლამდე ასაკის კაცი.
მას ჭრილობები ცივი იარაღით თავისა და სახის არეში აქვს
მიყენებული.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.