საზოგადოება
პარლამენტის წინ, "ალტ-ინფოს" აქციაზე ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს
14 / მარტი 2023
პარლამენტის წინ, "ალტ-ინფოს" აქციაზე ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს

პარლამენტთან მიმდინარე „ალტ - ინფოს“ აქციის ორგანიზატორებმა საკანონმდებლო ორგანოს წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს.

აქციის ორგანიზატორებმა 3 მოთხოვნა დააყენეს. ისინი ითხოვენ: ჩატარდეს რეფერენდუმი და „აგენტებს დაერქვათ თავის სახელი", ასევე 5 ივლისს დაკავებულები გათავისუფლდნენ და „სამაგალითოდ დაისაჯონ“ ისინი, ვინც მათი თქმით, „გადატრიალებას აორგანიზებდა".

ბორჯომში დაზიანებული  საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
14 / მარტი 2023
ბორჯომში დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ბორჯომში, მესხეთის N31-ში, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დაზიანებულ მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.


სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი, მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე და ინფრასტრუქტურისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები.


რეაბილიტაციის ფარგლებში, ხორციელდება კორპუსის დაზიანებული ფასადისა და აივნების აღდგენა, კარ-ფანჯრების შეცვლა და სადარბაზოს რეაბილიტაცია.
რომელი კომპანია აშენებს ავტობანის მონაკვეთს, სადაც სექცია ჩამოიშალა?
14 / მარტი 2023
რომელი კომპანია აშენებს ავტობანის მონაკვეთს, სადაც სექცია ჩამოიშალა?
13 მარტს, მეწყრული პროცესების განვითარების შედეგად, უბისა-შორაპნის მონაკვეთის მეათე კილომეტრზე გზის სექცია ჩამოიშალა.
ტაბაწყურის მოსახლეობას კვირაში სავარაუდოდ ორჯერ, ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება" - დიმიტრი ყიფიანი
14 / მარტი 2023
ტაბაწყურის მოსახლეობას კვირაში სავარაუდოდ ორჯერ, ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება" - დიმიტრი ყიფიანი
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი ზონის სოფლების მოსახლეობას კვირაში სავარაუდოდ ორჯერ ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს
14 / მარტი 2023
საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს
,, გვსურს გამოვეხმაუროთ სოციალური ქსელით გავრცელებულ ინფორმაციას ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე მეწყრული პროცესების გამო ჩამოშლილ ფერდთან დაკავშირებით
აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის უბისა-შორაპანის მონაკვეთზე მიმდინარე მშენებლობის პროცესში, მე-10 კმ-ზე არსებულ მეწყერულ ფერდზე, პროექტით გათვალისწინებულია ფერდის გამაგრების (დაანკერების) კომპლექსური სამუშაოების ჩატარება.

სამუშაოების მიმდინარეობისას, ფერდის ე.წ. დატერასება-გამაგრებამდე, ბოლო პერიოდში მოსული უხვი ნალექის შედეგად გააქტიურებულმა მეწყრულმა პროცესებმა, ჩამოშალა ფერდის ერთ-ერთი უბნის დროებით მოპირკეთებული (ტორკრეტირებული) ზედაპირი, რამაც დააზიანა გარე ბეტონის სექცია
ამჟამად მიმდინარეობს ფერდის ჩამოწმენდის სამუშაოები, რის შემდეგაც განახლდება პროექტით დაგეგმილი სამუშაოების წარმოება.

სამშენებლო ობიექტი მიმდინარეა და ბუნებრივია, სამუშაოები დასრულებული არ არის. შესაბამისად, ანაზღაურება მშენებელ კომპანიასთან მოხდება სამუშაოების სრულად დასრულების და საზედამხედველო კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოს დადასტურებისა და მიღების შემდგომ''ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

ფოტოს ავტორი: ნიკა ლაშხია
არასამთავრობოები ჯარიმების გაუქმებას ითხოვენ იმ პირებზე, რომლებიც აქციაზე იყვნენ დაკავებულები
12 / მარტი 2023
არასამთავრობოები ჯარიმების გაუქმებას ითხოვენ იმ პირებზე, რომლებიც აქციაზე იყვნენ დაკავებულები
არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს გააუქმოს ჯარიმები და შეწყვიტოს საქმის წარმოება იმ პირების მიმართ, რომლებიც 7–8 მარტს ე.წ აგენტების კანონპროექტების გასაპროტესტებლად გამართულ აქციებზე დააკავეს.
"არსებობს რეესტრი, სადაც ასახულია მაუწყებლებს საიდან რა თანხა ერიცხებათ" - ნათია კუპრაშვილი
12 / მარტი 2023
"არსებობს რეესტრი, სადაც ასახულია მაუწყებლებს საიდან რა თანხა ერიცხებათ" - ნათია კუპრაშვილი
ჟურნალისტიკის რესურს ცენტრის ხელმძღვანელის ნათია კუპრაშვილის განცხადებით, "არსებობს რეესტრი, სადაც, მაუწყებლები, კანონის ფარგლებში, კვარტალში ერთხელ აქვეყნებენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელ მედია საშუალებას რა თანხა ჩაერიცხა და რომელი ქვეყნიდან.
"ქვეყანას უნდა ჰყავდეს აუცილებლად კარგად გაწვრთნილი რეზერვი" - ჯუანშერ ბურჭულაძე
12 / მარტი 2023
"ქვეყანას უნდა ჰყავდეს აუცილებლად კარგად გაწვრთნილი რეზერვი" - ჯუანშერ ბურჭულაძე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ახალ „თავდაცვის კოდექსზე“ საუბრისას აღნიშნავს, რომ საქართველოს მსგავსი გამოწვევების მქონე ქვეყნისთვის ტოტალური თავდაცვის პრინციპს ალტერნატივა არ აქვს და ქვეყანას უნდა ჰყავდეს აუცილებლად კარგად გაწვრთნილი და მომზადებული რეზერვი, რასაც საქართველო აუცილებლად მიაღწევს.
ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
11 / მარტი 2023
ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
ბათუმში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 30 წლამდე მამაკავი მოკლეს.
„აგენტების“ შესახებ კანონპროექტი ჩავარდა - მედიის და სამოქალაქო სექტორის შეფასებები რეგიონიდან
10 / მარტი 2023
„აგენტების“ შესახებ კანონპროექტი ჩავარდა - მედიის და სამოქალაქო სექტორის შეფასებები რეგიონიდან
35 წინააღმდეგი, 1 მომხრე, მწვანეს შემდეგ, ამჯერად წითელი ღილაკი - რამდენიმე დღიანი მასშტაბური პროტესტის შედეგად.
სხვა სტატიები
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.